ახალი ამბები

პარტია ქართული ოცნების ყრილობა 14 მაისს გაიმართება

4 აპრილი, 2016 • 1132
პარტია ქართული ოცნების ყრილობა 14 მაისს გაიმართება
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის ყრილობა 14 მაისს გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ყრილობაზე აირჩევა პარტიის თავმჯდომარე და დამტკიცდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა.
“პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ყრილობას წარედგინება გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა,”- აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი