ახალი ამბები

იაპონიას ტაიფუნმა გადაუარა

5 სექტემბერი, 2011 • • 998
იაპონიას ტაიფუნმა გადაუარა
ტაიფუნის დამანგრეველი შედეგები იაპონიაში. photo: Kyodo News
ტაიფუნის დამანგრეველი შედეგები იაპონიაში. photo: Kyodo News

იაპონიის სანაპიროებს დამანგრეველი ტაიფუნი შაბათ–კვირას დაატყდა, უკვე ორშაბათ დილიდან კი სამაშველო სამსახურები აცხადებენ, რომ დაღუპულია 26, ხოლო დაკარგულია მინიმუმ 52 ადამიანი.

ტაიფუნი ტალასი ცენტრალური იაპონიის სანაპიროებსა და კუნძულებს გასულ “უიკენდზე” დატყდა, მოგვიანებით მან ძალა დაკარგა და ტროპიკულ შტორმად ჩამოყალიბდა. იაპონიის სანაპიროებს მსგავსი სიძლიერის ტაიფუნმა ბოლოს 2004 წელს გადაუარა, რა დროსაც 98 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყანაში, სადაც 2011 წლის 11 მარტს მომხდარი მიწისძვრის, ცუნამისა და ბირთვული კატასტროფის შემდეგ დაკარგულთა სამძებრო და დანგრეული ქალაქების აღდგენითი სამუშაოები არ დასრულებულა, ტაიფუნმა ტალასმა მძიმე შედეგები გამოიწვია.

ქარიშხლის შედეგად ცენტრალურ იაპონიაში დანგრეულია ხიდები, სარკინიგზო მაგსიტრალები, ასევე სხვადასხვა ნაგებობები. ქარიშხალმა ასევე გადაუარა ცუნამის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანებულ ფუკუშიმასა და სენდაის პრეფექტურებს, თუმცა, იქ მნიშვნელოვანი დაზიანება არ გამოუწვევია. ტაიფუნის მოახლოებასთან ერთად იპაონიის ხელისუფლებამ 460 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოახიდნა.

მსგავსი ბუნებრივი კატასტროფები იაპონიის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზც ახდენს მნიშვნელოვან გავლენას. მარტში მომხდარი მიწისძვრის, ცუნამის და ატომური კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციისას არასათანადო ზომების მიღების გამო იაპონიის მოსახლეობა მკვეთრად დაუპირისპირდა პრემიერ–მინისტრ ნაოტო კანს, რომელმაც პროტესტის შემდეგ თანამდებობა დატოვა. იაპონიის ახალმა პრემიერმა იოშიჰიკო ნოდამ, რომელიც პოსტზე სულ რამდენიმე კვირის დანიშნულია, განაცხადა, რომ იაპონიის მთავრობა ძალ–ღონეს არ დაიშურებს ქარიშხლის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად და დაკარგულთა მოსაძიებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი