ახალი ამბები

კალაძის თქმით, ქართულ ოცნებაში გაწევრიანებულ ახალ სახეებს უახლოეს დღეებში წარადგენენ

4 აპრილი, 2016 • 1128
კალაძის თქმით, ქართულ ოცნებაში გაწევრიანებულ ახალ სახეებს უახლოეს დღეებში წარადგენენ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქართულ ოცნებაში ახალი წევრების შერჩევისას აქენტი გაკეთებული იქნება განათლებაზე, პროფესიონალიზმსა და სუფთა წარსულზე.

“არჩევნებზე ჩვენ ვაპირებთ, ყველა პარტიამ თავისი სახეები წარადგინოს და, შესაბამისად, არჩევნების შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმატში იქნება თანამშრომლობა. აქცენტი, რა თქმა უნდა, იქნება გაკეთებული სუფთა წარსულზე- განათლება, პროფესიონალიზმი – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, ყოველთვის, როდესაც ახალი სისხლი, ახალი სახეები მოდის ნებისმიერ გუნდში, ეს არის მხოლოდ პარტიული მიმართულებით, ეს არის ყოველთვის მისასალმებელი და კონკურენცია სადაც არის, რეზულტატი მაქსიმუმია. მე ვფიქრობ, უახლოეს დღეებში დავიწყოთ ამ ადამიანების წარდგენა, ის, ვინც გაწევრიანდა ქართულ ოცნებაში,”- განაცხადა კახა კალაძემ.

31 მარტს რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ არჩევნებზე გავიდოდნენ დამოუკიდებლად და არა – კოალიციურ რეჟიმში. იმავე დღეს, მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა განცხადება, რომ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდოდა პარტია ქართული ოცნებაც. 3 აპრლს ყრილობა ჩაატარა კოალიციაში შემავალმა კიდევ ერთმა პარტიამ, ეროვნულმა ფორუმმაც, სადაც ხმათა უმრავლესობით კოალიციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი