ახალი ამბები

სამინისტრო: 2016 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხა შევიდა

4 აპრილი, 2016 • 1210
სამინისტრო: 2016 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხა შევიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა.

სამინისტროს ცნობით, იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულმა თანხამ სულ შეადგინა 2, 189 მლნ ლარი, რაც პირველი კვარტლის გეგმას 40 მლნ ლარით აღემატება, ხოლო შესრულების მაჩვენებელი 101,9%-ს შეადგენს.

მინისტრის, ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ასევე გადაჭარბებულია ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც. გადასახადების სახით პირველ კვარტალში მიღებულმა შემოსავალმა, ჯამში, 2 048 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმას 46 მლნ ლარით აღემატება, ხოლო შესრულების მაჩვენებელი 102,3%-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი