ახალი ამბები

ყოფილი ცხინვალელი მაღალჩინოსანი რუსეთში მოკლეს

1 სექტემბერი, 2011 •
ყოფილი ცხინვალელი მაღალჩინოსანი რუსეთში მოკლეს

დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი მოკლეს 30–31 აგვისტოს ღამეს რუსეთში, ვლადიმერის ოლქში, ქალაქ სუზდალში მდებარე საკუთარ სახლში.

ცხინვალელი ყოფილი მაღლჩინოსნის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „კამსამოლსკაია პრავდა“ ავრცელებს. ალექსანდრ ბალშაკოვი წლების განმავლობაში რუსეთის სხვადასხვა ოლქებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, გასული საუკუნის 90–იან წლებში ბიზნესში იყო ჩართული, ბოლო რამდენიმე წელი კი კოკოითის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობდა. ბალაშკოვმა ბოლო სამსახურს თავი ნახევარი წლის წინ დაანება და რუსეთში ცოლთან ერთად ცხოვრობდა.

სამართალდამცავთა ინფორმაციით, ყოფილ მაღალჩინოსანს დაცვა არ ჰყავდა, თუმცა, მისი სახლი ვიდეოსათვალთვალო სისტემით იყო აღჭურვილი. თავდასმხმა მის სახლზე გვიან ღამით, 30–31 აგვისტოს მიჯნაზე მოხდა. ამ დროს სახლში მინიმუმ სამი ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა და იქ მყოფებისგან ფულს ითხოვდა.

ბალშაკოვის მოკვლის შემდეგ თავდამსხმელებმა მისი ცოლი გაკოჭეს და ცემეს, შემდეგ კი სახლიდან ფული და ვიდეოსათვალთავლო სისტემის აპარატურა წაიღეს. გამოძიება ეჭვმიტანილებისა და მკვლელობის ოფიციალურ მოტივზე არ საუბრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი