ახალი ამბები

საქართველო–რუსეთის სპორტული დაპირისპირება

1 სექტემბერი, 2011 • • 1468
საქართველო–რუსეთის სპორტული დაპირისპირება

დღეს, 1 სექტემბერს, საქართველოსა და რუსეთის კალათბურთის ეროვნული ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ერთმანეთს ლიტვაში თბილისის დროით 19:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

საქართველოს საკალთბურთო ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე ეს უკვე რიგით მეორე თამაშია. პირველი თამაში გუშინ ქართველებმა ბელგიელებთან 22–ქულიანი სხვაობით(59:81) მოიგეს. ევროპის ჩემპიონატზე თავისი პირველი მატჩი  უკრაინის ნაკრებთან ანგარიშით 73:64 მოიგო გუშინ რუსეთის ნაკრებმაც.

ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ პრესასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ “როცა საქართველოს ნაკრები სათამაშოდ გადის, მუდამ მოგებაზე ფიქრობს და მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება მოწინააღმდეგე.”

საქართველო–რუსეთის მატჩის პოლიტიკურ კონტექსტში განხილვის წინააღმდეგნი არიან რუსეთის კალათბურთის ნაკრების წევრებიც.

“პოლიტიკა ჩვენ არ გვეხება, პოლიტიკა პოლიტიკოსებმა აკეთონ. ჩვენ ახლა ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატში ვმონაწილეობთ,” – განუცხადა რუსულ მედიასაშუალებებს რუსეთის სკალათბურთო ნაკრების ფორვარდმა ანდრეი ვორონცევიჩმა. რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა კი თქვა, რომ “ბელგიასთან” მოგების შემდეგ საქართველოს ნაკრებს ისეთივე პატივისცემით უნდა მოვექცეთ, როგორც უკრაინის ნაკრებს.”

ლიტვის ქალაქ კლაიპედაში, სადაც მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს, ასობით ქართველი და რუსი გულშემატკივარია ჩასული საკუთარი გუნდების საგულშემატკივროდ. ქართველებსა და რუსებს შორის შესაძლო დაპირისპირების გამო ქალაქის ხელმძღანელობამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა, თუმცა, ჯერეჯრობით, ამ მხრივ კლაიპედაში სიმშვიდეა.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მხარდასაჭერად თბილისიდან ლიტვაში  30 აგვისტოს 500 ადამიანი სამი ჩარტერული რეისით გაემგზავრა. კლაიპედაში დაგეგმილ ღონისძიებებსა და გულშემატკივართა მოგზაურობას საქართველოს მთავრობა აფინანსებს. სხვადასხვა წყაროების ცნობით, საქართველოს კალათბურთის ნაკრებს კლაიპედაში 2 ათასამდე ქართველი უგულშემატკივრებს.

31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საკალთბურთო ნაკრები სლოვენიის, რუსეთის, ბელგიის, ბულგარეთისა და უკრაინის ნაკრებების წინააღმდეგ D ჯგუფში ითამაშებს. საქართველოს ნაკრების მხადასაჭერად 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე კლაიპედაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. ლიტვაში იმყოფებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, რამდენიმე მინისტრი, ასევე თბილისის მერი გიგი უგულავა და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი