ახალი ამბები

ლეფორი პიტერ სემნების ნაცვლად

31 აგვისტო, 2011 • • 1040
ლეფორი პიტერ სემნების ნაცვლად

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე სამხრეთ კავკასიაში ფრანგი დიპოლმატი ფილიპ ლეფორი რამდენიმე დღის წინ გაზრდილი უფლებამოსილებით დაინიშნა. მისი მანდატი ოფიციალურად 1 სექტემბრიდან ამოქმედდება და 2012 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.

ფილიპ ლეფორის უფლება–მოვალეობებში შედის კონტაქტების განვითარება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მთავრობებთან, პარლამენტებთან და სხვა სახელმწიოფ უწყებებთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნლებთან. ახალი სპეციალური წარმომადგნელის მოვალეობაში შედის რეგიონული ხელშეწყობა ტერორიზმის, ნარკოდანაშაულის და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით გადაწყვეტის საქმეში.

ფილიპ ლეფორი 2004–2007 წლებში იყო საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ხოლო 2007 წლიდან  2011–მდე რუსეთში საფრანგეთის ელჩის მოადგილე. მან ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე პიტერ სემნები ჩაანაცვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი