ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია ამის თაობაზე ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

გარდაცვლილი 35 წლის ჯარისკაცი – რეზო ბერიძეა, რომელიც წარმოშობით ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს მკვიდრია, თუმცა ბოლო პერიოდში ვანის რაიონის სოფელ ზეინდერში ცხოვრობდა, ოჯახთან ერთად.

“გარდაცვლილი ჯარისკაცი საქართველოში 27 აგვისტოს ჩამოასვენეს,” – ამბობს ასლან ლორთქიფანიძე, „აჭარის დამოუკიდებელ ექსპერტთა“ კავშირის თავმჯდომარე, რომელმაც “ბათუმელებს” ეს ინფორმაცია მიაწოდა. ასლან ლორთქიფანიძის თქმით, გარდაცვლილს, რომელიც მისი მეგობრის ნათესავია, სასიკვდილო ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული.

რეზო ბერიძეს მეუღლე და სამი თვის შვილი დარჩა.

„ბათუმელები“ დაუკაშირდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურს, რომელმაც გვითხრა, რომ მოგვიანებით მოგვაწვდიან ინფორმაციას ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *