ახალი ამბები

კალაძე: ბატონი ბიძინას [წინასაარჩევნო პროცესში] ჩართულობა ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი

2 აპრილი, 2016 • 1120
კალაძე: ბატონი ბიძინას [წინასაარჩევნო პროცესში] ჩართულობა ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი

“ბატონი ბიძინა ივანიშვილის [წინასაარჩევნო პროცესში] ჩართულობა ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ის არ იქნება “ქართული ოცნების” სიაში, თუმცა საარჩევნო პროცესში როგორ, რა ფორმით იქნება ჩართულობა, ამაზე ალბათ უახლოეს მომავალში იქნება განცხადებები გაკეთებული. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მისი მხრიდან მიღებული, ამას მხოლოდ მივესალმები და მხოლოდ დადებითი შეუძლია მოიტანოს პარტიისთვის,” – ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა და “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.

კითხვას, არჩევნებში “ქართული ოცნების” დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილი ჩართული,  კალაძე შემდეგნაირად პასუხობს:

“კონსულტაციები იმართებოდა ბატონ პრემიერ-მინისტრთან, კოალიციის ლიდერთან, ქართული ოცნების თავმჯდომარესთან და ამ კონსულტაციების შედეგად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.”

31 მარტს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი