ახალი ამბები

ხარვეზები “მაგთის” ქსელში

30 აგვისტო, 2011 • • 1801
ხარვეზები “მაგთის” ქსელში

მობილური კავშირგაბმულობის კომპანია “მაგთის” აბონენტებს რამდენიმე დღეა ქსელის გამოყენების პრობლემა აქვთ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ხარვეზები 10 დღეში გამოსწორდება.

ნეტგაზეთს “მაგთის” პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ამჟამად მიმდინარეობს სისტემის განახლება, რის გამოც ცალკეული გადამცემი სადგურები “ძალიან ცოტა ხნით” ითიშება, რაც შეიძლება, აბონენტთა ნაწილს ხარვეზებს უქმნიდეს მობილური კავშირის გამოყენებისას. პრესსამსახურისვე ცნობით, სისტემის განახლების პროცესი 10 დღეში დასრულდება, რის შემდეგაც კომპანიის ყველა აბონენტი ქსელით ხარვეზების გარეშე ისარგებლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი