ახალი ამბები

კახა კალაძე: “ქართული ოცნება” არჩევნებისთვის მზად არის

2 აპრილი, 2016 • 1115
კახა კალაძე: “ქართული ოცნება” არჩევნებისთვის მზად არის

ენერგეტიკის მინისტრი და ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზად არის. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა:

“ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ პარტიის განახლების მიმართულებით, ძალიან ბევრს ვმუშაობთ პარტიის სტრუქტურულად გაძლიერებისთვის. მწარე რეალობა არის, რომ ამ წლების განმავლობაში არ მოგვეცა შესაძლებლობა ამ მიმართულებით სამუშაოდ, თუმცა დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო შვიდი თვის განმავლობაში განხორციელდა ცენტრალური ოფისის რეორგანიზაცია და რეგიონალური სამსაურის, რეგიონალური მიმართულებით დასრულებულია დაკომპლექტება, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებულია კონფერენციები და პარტია მზად არის მონაწილოება მიიღოს არჩევნებში.”

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში პარტიის ყრილობა გაიმართება და ახალ სახეებს წარადგენენ:

“ბევრი შეიძლება ცნობადი იყოს, ბევრი უცნობი, მაგრამ წარმატებული. მთავარი არის, იყოს განათლებული, იყოს საქმის პროფესიონალი და ჰქონდეს შესაძლებლობა და უნარები  ქვეყანის განვითარებაში მონაწილეობის.  ”

კალაძის განმარტებით, თუ “ქართული ოცნების” რომელიმე დეპუტატი მომდევნო მოწვევის პარლამენტში არ იქნება, პარტიის მხრიდან არ მოხდება მათი იგნორირება:

“ყველას ექნება შესაბამისი ფუნქცია, კომპეტენციის მიხედვით დასაქმდებიან, პარტიულ დასაქმებას “ქართული ოცნება” არ ახორციელებს.”

31 მარტს რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი 2016 წლის არჩვენებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მანამდე მთავრობაში თანამდებობის დატოვებას არ აპირებენ. არჩევნებზე დამოუკიდებლად მონაწილეობას გეგმავს პარტია “ქართული ოცნებაც.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი