ახალი ამბები

ხანძარი აშშ–ში ბირთვულ საცავს ემუქრება

26 აგვისტო, 2011 • • 1055
ხანძარი აშშ–ში ბირთვულ საცავს ემუქრება

ხანძარი აიდაჰოში. ფოტო: AP
ხანძარი აიდაჰოში. ფოტო: AP

ძლიერი ხანძარი, რომელიც აიდაჰოში, აშშ–ში,  11 331 ჰექტარზე მეტ მანძილზეა მოდებული, რამდენიმე მილით არის დაშორებული აიდაჰოს ეროვნული ლაბორატორიიდან, სადაც ბირთვული საწვავი ინახება. ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ ობიექტიდან თანამშრომელბის სასწრაფო ევაკუაცია დაიწყო.

ამ დროისათვის ლაბორატორიაში მხოლოდ სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პერსონალი იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სხვადასხვა უცხოური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ, მათ შორის „როიტერსიც“.

მასშტაბური ხანძრის მიზეზების გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. ბოლო დღეების განმავლობაში აიდაჰოს ეროვნულ ლაბორტაორიასთან ხანძარი უკვე მეხუთედ გაჩნდა. ერთ–ერთი შემთხვევის მიზეზი მაგისტრალზე ავტომობილის აფეთქება გახდა. ხანძრის შესაძლო გაჩენის შესახებ განცხადება გააკეთა ამინდის პროგნოზების სამსახურმა, მიზეზი ძლიერი სიცხეები და ქარია, რაც ათეულობით მეხანძრეს ხანძრის ჩაქრობაში უშლის ხელს.

აიდაჰოს ეროვნული ლაბორატორია ერთ–ერთია იმ სამი ობიექტიდან აშშ–ში, სადაც გადამუშავებული ბირთვული საწვავი და ნარჩენები ინახება. იქ ამჟამად სამი ბირთვული რეაქტორი მუშაობს. ობიექტი აშშ–ს ენერგეტიკის სამინისტროს ეკუთვნის.

ძლიერი ხანძრის გამო აიდაჰოს ქალაქ მონტანაში ხელისუფლებამ 30–მდე ოჯახი გააფრთხილა მოსალოდნელი ევაკუაციის შესახებ. მონტანას მახლობლად გაჩენილ ხანძარს ამჟამად 170–მდე მეხანძრე აქრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი