ახალი ამბები

რუს დირიჟორს სტურუას ბედი ელოდება

25 აგვისტო, 2011 • • 1106
რუს დირიჟორს სტურუას ბედი ელოდება

სომეხი ეროვნების მუსიკოსის, ნარეკ ახნაზარიანის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, რუსეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის წევრები ამავე ორკესტრის მთავარი დირიჟორის – მარკ გორენშტეინის მოხსნას ითხოვენ და მასთან მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ.

სიმფონიური ორკესტრის წევრებმა შესაბამისი წერილი 25 აგვისტოს გაუგზავნეს რუსეთის კულტურის მინისტრ ალექსანდრ ადვეევს. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედიის გარდა, რუსული ინტერნეტ გამოცემა Classical Music News –იც  ავრცელებს.

„სიტუაციამ, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში ბოლო ცხრა წელია არსებობს, უკვე მიაღწია დუღილის მაქსიმალურ წერტილს,“ – წერია ორკესტრის წევრების განცხადებაში, „– ჩვენ გავშინებს ამ უდიდესი ორკესტრის სამომავლო შემოქმედებითი ცხოვრება.“

სკანდალი რუსეთის სახელმწიფო ორკესტრში რამდენიმე დღის წინ, ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსისთვის მოსამზადებელ რეპეტიციაზე აგორდა. ორკესტრთან ერთად რეპეტიციას გადიოდა სოემხი ჩელისტი ნარეკ ახნაზარიან. მედიის ცნობით, ეროვნულ ნიადაგზე დირიჟორმა სწორედ მას მიაყენა შეურაცხყოფა.  რეპეტიციის დაწყებამდე ორკესტრის მთავარმა დირიჟორმა მარკ გორენშტეინმა მუსიკოსებს მიმართა: «Пусть вас совершенно не заботит, что играет этот талант, преподнесенный нам, этот «аул»… Вы будете играть со мной».

აღნიშნული რეპეტიცია ერთ–ერთი ტელეარხით პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა. კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა დაუყონებლივ დაგმო ცნობილი დირიჟორის საქციელი, რის შმედეგაც, ოფიციალური ვერსიით, გორენშტეინი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში მოხვდა და კონკურსის დასკვნით ნაწილში მონაწილეობა არ მიუღია.

რუსული მედიის ცნობით, გორენშტეინის მთავარ დირიჟორად დანიშნვნიდან დღემდე(2002–2011 წლები), გორენშტეინთან კონფლიქტის გამო, სახელმწიფო სიმფონიური ოკესტრი 260–ზე მეტმა პროფესიონალმა მუსიკოსმა დატოვა. რაც შეეხება ბოლო, 2010–11 წლის სეზონს, ამ დროს ორკესტრიდან 60–მდე ადამიანი წავიდა. მთავარი დირიჟორის გადაყენების მოთხოვნას ხელს აწერს 60 ადამიანი, მათ შორის არის ყველა კონცერტმეისტერი და  სოლისტი. გორენშტეინს ორკესტში მხარდამჭერებიც აღმოაჩნდა, რომლებმაც მისი მხარდამჭერი წერილი დაუყონებლივ გამოაქვეყნეს. ჯერჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტს რუსეთის კულტურის მინისტრი.

თავად სომეხი ჩელისტი, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენა დირიჟორმა, აცხადებს, რომ მან გორენშტეინისგან ბოდიში მიიღო და კვლავ „ამ თემაზე ფიქრისთვის დრო არ აქვს,“ რადგან მთლიანად კონცერტზეა გადართული.

პრესაში გაკეთებული ქსენოფობიური გამონათქვამის გამო, საქართველოში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მთავარი სამხატვრო ხელმძრანელი, რობერტ სტურუა, კულტურის მინისტრმა, ნიკა რურუამ თანამდებობიდან 9 აგვისტოს გაანთავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი