Interviewsახალი ამბები

ლარი აშშ დოლართან მიმართებით კვლავ გამყარდა

1 აპრილი, 2016 • 1405
ლარი აშშ დოლართან მიმართებით კვლავ გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2 აპრილისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3157 ლარი ღირს, რაც 0.0020 პუნქტით ნაკლებია 1 აპრილისთვის დადგენილ მაჩვენებელზე.

ამასთანავე, ლარი 0.0038 ერთეულით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. 2 აპრილისთვის დადგენილი კურსით 1 ევრო 2.6413 ლარი ღირს.

საქართველოს ბანკში 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.34 ლარად არის შესაძლებელი, პროკრედიტ ბანკში – 2.329 ლარად, თიბისი ბანკში – 2.3177 ლარად, ხოლო ლიბერთი ბანკში – 2.33 ლარად.

მასალების გადაბეჭდვის წესი