ახალი ამბები

სტიქია კახეთში [Photo]

22 აგვისტო, 2011 • 1086
სტიქია კახეთში [Photo]
ახეთის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, 70 -მდე ოჯახია ევაკუირებული ლაგოდეხის რაიონში სტიქიის შემდეგ.

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ 21 აგვისტოს ლაგოდეხში,  ზაქათალის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს საფრთხე შეუქმნა, რის შემდეგაც მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება, რომ  ადიდებულმა მდინარე „შრომის ხევმა“ კორპუსების ეზოდან 8 ავტოფარეხი წაიღო, წყალმა მთლიანად დაანგრია რესტორანი „ნაძვები“, დაგლიჯა მრავალწლიანი ხეები, დააზიანა ბუნებრივი აირის მილები, დაწყვეტილია ელექტროსადენები.

ცენტრის ცნობით, საცხოვრებელი სახლები, გზები და ნაკვეთები დაიტბორა სოფლებშიც. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი.

“კაბალში 80-მდე ოჯახს სახლების დატოვება მოუხდა. მოსახლეობა უკმაყოფილო იყო, რადგან სტიქიით დაზარალებულ სოფელში ხელისუფლებიდან არავინ იმყოფებოდა. ადგილობრივები სტიქიასთან გამკლავებას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ. დატბორილი სახლებიდან ბავშვები ცხენებით გაჰყავდათ. ხალხი სახლებს გვიან ღამით დაუბრუნდა, როცა მდინარე კაბლის ხევის კალაპოტში წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო.
მაშველები, რეგიონის გუბერნატორი და რაიონის ხელმძღვანელები მთელი დღის განმავლობაში ზაქათალის ქუჩაზე იყვნენ”

სრულად:

მასალების გადაბეჭდვის წესი