ახალი ამბები

„საჩუქარი“ ნიკა რურუასთვის [VIDEO]

18 აგვისტო, 2011 • 931
„საჩუქარი“  ნიკა რურუასთვის [VIDEO]

პლაკატი  ცეცხლსასროლი იარაღის გამოსახულებით და წარწერით „კულტურის მინისტრის კულტურა“   დღეს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში არ დაიტოვეს.

ამ პლაკატის  „საჩუქრად“ დატოვება კულტურის მინისტრ ნიკა რურუასთვის დღეს რეჟისორ ზაზა სვანიძეს სურდა.  თუმცა  სამინისტროს შენობაში  მის შესვლას ხმაური მოყვა. მანამდე სვანიძემ კულტურის მინისტრს „მკვლელი“ უწოდა  და  თხოვა, რომ დააბრუნოს რეჟისორი რობერტ სტურუა „კუთვნილ ადგილზე“.

რობერტ სტურუას მხარდასაჭერი აქცია დღეს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მისი დათხოვნა გააპროტესტეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი