ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, ამბროლაურის რაიონში რამდენიმე წუთის წინ 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ამავე ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ზუსტი ეპიცენტრი ამბროლაურის რაიონის სოფელ ჟოშხაში, 10 კმ-ის სიღრმეში, იყო და ზუსტად 15:57 საათზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, მოყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა.
“ჭაღებმა, ბავშვის საწოლმა და კარადამ რყევა დაიწყო. ძალიან შემეშინდა, ძლიერი ბიძგები იყო. ახლა მეზობლებთან ერთად ეზოში ვარ ჩასული. მეშინია, კიდევ არ განემორდეს,” – ასე იხსენებს რამდენიმე წუთის წინ მომხდარ მიწისძვრას ქუთაისში მცხოვრები თამუნა კუპრეიშვილი. მისი თქმით, მას ახლომახლო ნგრევისა და დაზიანების შესახებ ჯერ არ გაუგია.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით რაჭაში ერთ-ერთ დამსვენებელს, რომელმაც თქვა, რომ ძლიერი ბიძგები იგრძნო, თუმცა, ორი წლის წინანდელი მიწისძვრისგან განსხვავებით, ჭურჭელი და საოჯახო ნივთები არ დაზიანებულა.