ბათუმში და მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების და წყალინარების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპისთვის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) 39 მილიონი ევრო გამოყო.
შესაბამის ხელშეკრულებებს (სამი საგრანტო და ერთი სასესხო) დღეს, ბათუმის იუსტიციის სახლში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ, KfW-ს ვიცე-პრეზიდენტმა ევა ვიტმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა ნორბერტ კლოპენბურგმა მოაწერეს ხელი.
გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარაში წყალმომარაგების და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი სამ ეტაპად ხორციელდება. ამჟამად პროექტის პირველი და მეორე ეტაპი მიმდინარეობს და უბნების გადაყვანა წყალმომარაგების ახალ სისტემაზე ეტაპობრივად ხდება. ძველ ბათუმში სამუშაოები უკვე დასრულებულია, რის შედეგადაც უბანს წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება.
პროექტის მესამე ფაზისთვის KFW-ს მიერ გამოიყო 20 მილიონი ევრო გრძელვადიანი კრედიტის, 15 მილიონი კი გრანტის სახით. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი, ასევე, გაუწევს ადმინისტრირებას ევროპის კავშირის მიერ ამ პროექტისთვის გამოყოფილ ოთხ მილიონიან გრანტს. საქართველოს კონტრიბუცია პროექტის თანადაფინანსების სახით შეადგენს 5 მილიონ ევროს.
“ეს არის ძალიან კარგი ფინანსური რესურსი. პროექტის ფარგლებში გაკეთდა უმარავი რამ – წყალმომარაგების, კანალიზაციის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, თანამედროვე წყლის რეზერვუარების და წყალგამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. ეს სამუშაობი გაგრძელდება შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში. მთლიანად უნდა მოგვარდეს წყალმომარაგების პრობლემა ბათუმში და მიმდებარე სოფლებში,” – განაცხადა დიმიტრი გვინდაძემ.
“მინდა აღვნიშნო, რომ ახალ დანიშნული ვიყავი პოზიციაზე, 2003-2004 წლებში, როდესაც ამ პროექტს განვიხილავდით და მაშინდელი მონაცემებით, ვეჭვობდით და ვყოყმანობდით – შეძლებდა თუ არა ბათუმი ასეთ პროექტთან გამკლავებას. გვქონდა ინფორმაცია ბათუმის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ, ასევე, იყო ბათუმის სამომავლო განვითარების იმედი, მაგრამ 2003 წელი საკამოდ რთული წელი იყო. დღევანდელი გადასახედიდან დარწმუნებული ვარ, რომ 2003 წელს მიღებული გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის განხორციელების შესახებ, იყო სწორი და ჩვენი მოლოდინები გამართლდა. საქართველოსთან თანამშრომლობა წარმოადგენს ჩვენი თანამშრომლობის ყველაზე კარგ, საუკეთესო მაგალითს,” – აღნიშნა ნორბერტ კლოპენბურგმა.
დღევანდელ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე, აჭარის ა/რ მთვარობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, გერმანიის ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი.
პროექტის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდება ქალაქის მასშტაბით. ბათუმის მიმდებარე სამ სოფელში – ჩაქვი, მწვანე კონცხი და მახინჯაური, განხორციელდება არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და უზრუნველყოფა დეცენტრალიზებული წყალარინების სისტემით. ასევე, მიმდინარეობს კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ადლიაში, რომლის დასრულების შემდეგ ზღვის აკვატორია ბათუმსა და მის შემოგარენში დაცული იქნება ჩამდინარე წყლებით დაბინძურებისგან.