2011 წელი ევროპაში მოხალისეობის წლადაა გამოცხადებული, რასაც საქართველოში ორთვიანი აქციებით გამოეხმაურებიან ახალგაზრდა მოხალისეები.
„მოხალისეთა ქარავანი“, რომელშიც პოლონელი და ქართველი აქტივისტები მიიღებენ მონაწილეობას, სხვადასხვა ტიპის აქციებს გამართავს საქართველოს 7 ქალაქში (ზუგდიდში, ანაკლიაში, ფოთში, ბათუმში, ქუთაისში, ჭიათურაში, გორსა და თბილისი). აქციები 1 სექტემბერს ზუგდიდიდან დაიწყება და 15 სექტემბერს თბილისში დასრულდება. ორგანიზატორები აქციაში საზოგადოების სხვადასხვა ფენის (სტუდენტების, ახალგაზრდების, ლიდერების, საერთაშორისო ორგანიზაცების წარმომადგენლების) ჩართვას გეგმავენ.
პროექტს – „მოხალისეთა ქარავანი“ საქართველოში ახალგაზრდული ასოციაცია “დრონი” ახორციელებს, ევროპის კავშირის ფინანსური ხელშეწყობით.
“მოხალისეთა ქარავანი” მიზნად ისახავს: ქართველ ხალხში მოხალისეობის იდეის ჩანერგვას, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას ლოკალურ, რეგონალურ და საერთაშორისო დონეზე, ინტერ-კულტურული სწავლებას სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიებები, ქართველ, პოლონელ და ევროპის კავშირის სხვა ქვეყნების საზოგადოებებს შორის კავშირის გაღრმავებასა და მის მხარდაჭერას.
“მოხალისეთა ქარავანი” საქართველოს ქალაქებში მოაწყობს სხვადასხვა აქტივობებს: ქუჩის ღონისძიებებს, ვორქშოფებს, ფილმების ჩვენებას, ფლეშ-მობებს, ფორუმ თეატრებს, ეკოლოგიურ ღონისძიებებს, რომლებიც, ძირითადად, მიზნად ისახავს მოხალისეობის მხარდაჭერას. მოხალისეები, ასევე, მხარს დაუჭერენ ღია ცის ქვეშ ცხოვრებას და ამ გზით გარემოსდაცვის პოპულარიზაციას.