თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ  ”ფეისბუქზე” განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, სოციალურ ქსელში, რეჟისორ რობერტ სტურუას ”კედელზე” ათობით ადამიანი გამოხატავს თანაგრძნობას. ამავე სოციალურ ქსელში რეჟისორის მხარდამჭერი ჯგუფები იქმნება, რომლის ავტორებიც რეჟისორის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ.

თავად რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს: ”ar gegonot,rom ase var,rogorc am suratshi mxedavt, – ts repeticiaa…me ki vkeipob,mdzinavs,xils vcham (mgoni zedmetic mivirtvi…) mokled,gamasntavisuples,tavisupali var,svabodaze!..THE FREEDOM !- es kartvel amerikelebisatvis…ertaderti mac migrgnis tvins :ROGOR GADAVZIDO AMDENI CIGNI SAXLSHI ?! r.s.”

რეჟისორი რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაითხოვეს. რეჟისორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მინისტრ ნიკა რურუას ბრძანება, რომლის მიხედვითაც ის თანამდებობიდან 15 აგვისტოს შემდეგ განთავისუფლებულია. დოკუმენტი 9 აგვისტოთია დათარიღებული.

”ფეისბუქის” მომხმარებელთა ნაწილი რეჟისორის განცხადებას მოხსნის შესახებ მყისიერად გამოეხმაურა – ზოგმა პროფაილის ფოტოდ რობერტ სტურუას ფოტო დაიყენა, ზოგმა მისი მხარდამჭერი გევრდი შექმნა, ყველამ ერთად კი რეჟისორისადმი მხარდაჭერა სიტყვიერადაც გამოხატა.

ეს არის ნაწილი იმ ფრაზებისა, რაც ბოლო საათების განმავლობაში რობერტ სტურუას ”ფეისბუქის” ”კედელზე” მისმა ინტერნეტ–მეგობრებმა დაწერეს:

”საქართველო-ქვეყანა, სადაც პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს სამსახურიდან აგდებენ!!! ძალიან გემრიელი სარჩელია რა მოსაგებად!”

”გილოცავთ,ეს ყველაზე დიდი აღიარებაა კარიერაში!!!!!!!!!!!!”

”amati deda vatireeeeeeeeeeee. nina wkriaklaSvili an duta sxirtlaZe dasniSnon. matxovrebiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii. mezizRenian!”

”თანამედროვე ტრაგიკომედია სათაურით: რუ-რუა-მ მოხსნა სტუ-რუა:))))))))”

”♥”

”დრონი მეფობენ და ალბათ რა სიამოვნებით იდორბლებიან მახინჯი ახჩიკები,–რობერტ სტურუა კი საუკუნეების მანძილზე იქნება დიდი მაესტრო და ქართული თეატრის ამაგდარი.ბრავო მაესტრო.”

”უკანასკნელი მოჰიკანი :) ბატონო რობერტ ზოგჯერ გათავისუფლება მხოლოდ კარგის დასაწყისს ნიშნავს, იმედი მაქვს თქვენ შემთხვევაშიც ასევე სხვა ახალი და კარგი ეტაპი დაიწყება, მე მომენატრა თქვენი დადგმული ისეთი სპექტაკლები, როგორებიც იყო “ლამარა”, “ქალი გველი”… რუსთაველის თეატრს კი თქვენს ღირსეულ შემცვლელს ვუსურვებ, იმედია გამოჩნდება პრინცი და ჩააცმევს დაკარგულ ფეხსაცმელს :)”

”ამით დაამტკიცეს, თუ რა დაბალი დონე აქვთ და როგორ ებრძვიან ყველაფერ ქართულს… ისინი ვერასდროს დაიმსახურებენ იმას, რაც თქვენ დაიმსახურეთ ამ დროის განმავლობაში… ქართველებს გვიყვარხართ და გვეამაყებით, რომ არ დაკარგეთ ყველაზე ფასეული, ღირსება… ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ვიქნებით ♥”

”Нонсенс…Абсурд!Это позор какой- то…Еще один театр убит?Их специально обучают такого рода киллерству?Кто следующий?….”

ფეისბუქის მეგობართა ნაწილი რეჟისორს დახმარებას წიგნების თეატრიდან სახლში გადაზიდვაში სთავაზობს, ნაწილი მის ”კედელზე” სხვადასხვა ვიდეოებს აქვეყნებს ფილმ ”მონანიებიდან,” ნაწილი – პრეზიდენტის ერთ-ერთ გამოსვლას.  მხარდამჭერებს შორის სასულიერო პირიც აღმოჩნდა, რომელიც სტურუას ზიარებაზე მისვლას სთავაზობს: ” ბატონო რობერტ, იქნებ ზიარებაზე მობრძანდეთ, ღმერთივით ვერავინ დაგიდგებათ გვერდში.”

ცნობილი რეჟისორი კრიტიკის ობიექტი რამდენიმე თვის წინ გახდა, როცა „საქინფორმისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ხელისუფლების კრიტიკისას არმენოფობიური განცხადება გააკეთა:

„ ბათუმში გახლდით. თქვენ გგონიათ, ეს გზები გაკეთებულია? აღმოჩნდა, რომ უკვე გაფუჭებულია ყველაფერი. ავტობანის შემდეგ ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე იწყება გაფუჭებული გზები. კინაღამ ავარიაში მოვყევით. უგემოვნობის გარდა, არაფერია გაკეთებული. ბათუმი „თურქულ ჩეჩმუსად“ გადააქციეს.

– ეს დამოკიდებულებაა გასაკვირი, რაღაც სიყვარული შენი ხალხისადმი, რომ შენიანია, არ უნდა ჰქონდეთ?

– სომეხია და რა ვქნათ… ეს ხომ არ არის დამალული?“

ამ გამონათქვამის გამო საზოგადოების ნაწილმა სტურუა მკაცრად გააკრიტიკა, თავად რეჟისორმა კი  13 ივლისს  მედია-კავშირ “ობიექტივთან” საუბრისას განაცხადა, რომ ის თეატრიდან საკუთარი ნებით არ წავიდოდა:  “მე ტრადიციას არ დავარღვევ… ჩვენი თეატრის ხელმძღვანელები, ზოგი დაიჭირეს და ზოგიც დახვრიტეს. ჰოდა, რადგანაც იმუქრებიან, კეთილი ინებონ და მეც თავად გამიშვან თანამდებობიდან”.

რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი 1980 წლიდან ეკავა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *