ახალი ამბები

„ქართული პარტია“ რობერტ სტურუას თანამდებობიდან დათხოვნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს

17 აგვისტო, 2011 • 1168
„ქართული პარტია“  რობერტ სტურუას თანამდებობიდან დათხოვნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს

“სააკაშვილის რეჟიმი განაგრძობს განსხვავებული  პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეების  დევნას. ამ ანტიდემოკრატიული ტენდენციის მორიგ გამოვლინებას წარმოადგენს ცნობილი რეჟისორის, რობერტ სტურუას გათავისუფლება  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან” – ამ შინაარსის განცხადება “ქართულმა პარტიამ” დღეს გაავრცელა.

„სააკაშვილის ხელისუფლება ვერ იტანს თავისუფალ აზრს,  ობიექტურ კრიტიკას და  მის ჩასახშობად მიზანმიმართულად ავიწროვებს იმ  ადამიანებს, ვინც სიმართლის ხმამაღლა თქმას ბედავს. სწორედ გაბედული მოქალაქეობრივი პოზიცია გახდა რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი“, – აცხადებს „ქართული პარტია“.

განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, „ქართული პარტია“ რეჟისორის რომელ განცხადებას გულისხმობს.

გუშინ, 16 აგვისტო,ს ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაითხოვეს.

ამავე თემაზე:

რობერტ სტურუა: “მომხსნეს”

მასალების გადაბეჭდვის წესი