ახალი ამბები

შუალედური საპარლამენტო არჩევნები თელავში

16 აგვისტო, 2011 •
შუალედური საპარლამენტო არჩევნები თელავში

პარლამენტში თელავის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. კანდიდატების წარსადგენად პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს ვადა 2 სექტემბრამდე აქვთ.

შუალედური არჩევნები #17 თელავის საარჩევნო ოლქიდან 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული წესით პარლამენტის წევრად არჩეული  გიორგი არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა, რომელსაც უფლებამოსილება გასული წლის ნოემბერში შეუწყდა.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 2 ოქტომბრის  შუალედური არჩევნებისთვის   ღონისძიებების გრაფიკი უკვე დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი