ახალი ამბები

ბათუმის ცენტრში ხეები მოჭრეს[Video/Photo]

12 აგვისტო, 2011 • 993
ბათუმის ცენტრში ხეები მოჭრეს[Video/Photo]

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, შპს “მწვანე ბათუმის” თანამშრომლები ხეებს ჭრიან. ადგილზე მათი ხელმძღვანელის თქმით, რომელმაც სახელი და გვარი არ გაამხილა, `ხეები დაავადებულია და განახლებას საჭიროებს, მათ ადგილებზე კი პალმები უნდა დაირგოს”.  შესაბამისი გადაწყვეტილების მოთხოვნის შემდეგ მან “მწვანე ბათუმის” ხელმძღვანელთან გადაგვამისამართა;

შპს “მწვანე ბათუმის” ხელმძღვანელმა კახაბერ გუჩმანიძემ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა, მიზეზად კი მოუცლელობა დაასახელა; აღნიშნულ ინფორმაცია `ბათუმელებისგან~ გაიგო გარემოს დაცვის  ეროვნული სააგენტოს აჭარის სამსახურის ხელმძღვანელმა და განაცხადა: `თუ „მწვანე ბათუმი“ ჭრის ყველაფერი კანონიერი ყოფილა, ნებართვა მერიას ქონია გაცემული” – განაცხადა ვასილ თავართქილაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი