ახალი ამბები

ბათუმი –მინსკის ავიარესის მგზავრები უკვე მინსკში არიან

12 აგვისტო, 2011 • 1065
ბათუმი –მინსკის  ავიარესის მგზავრები უკვე მინსკში არიან

„ბათუმი–მინსკის“ ავიარეისის დროს სოჭში ავარიული დაშვებისას  არავინ დაშავებულა და მგზავრები უკვე კიევში იმყოფებიან“ – განუცხადეს „ნეტგაზეთს“ ბათუმის აეროპორტში.

როგორც ბათუმის აეროპორტში აცხადებენ, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია ბათუმი –მინსკის რეისის სოჭში ავარიულად დაშვების შესახებ,   ძალიან ბევრი შეწუხებული ადამიანი ამბის გასაგებად.

„ჩვენ კომპანია „ბელიავას“ წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია თვითმფრინავის ავარეიულად დაშვების შესახებ და ის, რომ არავინ დაშავებულა– სწორედ ამ ინფორმაციას ვაწვდიდით მოქალაქეებს“– ამბობენ ბათუმის აეროპორტში.

კომპანია „ბელავიას“ თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტიდან გამთენიისას, 04.35 წუთზე გაფრინდა.  კომპანიის ცნობით, სალონის ჰერმეტულობა დაირღვა, რის გამოც  ბორტის კაპიტანმა სოჭის აეროპორტში დაშვება გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, ავარიული დაშვების დროს არავინ დაშავებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი