ახალი ამბები

პრეზიდენტი და პატრიარქი აგვისტოს ომში დაღუპულთა სასაფლაოზე მივიდნენ

8 აგვისტო, 2011 •
პრეზიდენტი და პატრიარქი აგვისტოს ომში დაღუპულთა სასაფლაოზე მივიდნენ

პრეზიდენტი და პატრიარქი მუხათგვერდის სასაფლაოზე
პრეზიდენტი და პატრიარქი მუხათგვერდის სასაფლაოზე

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე და  თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაია  აგვისტოს ომიდან სამი წლისთავზე მუხათგვერდის სასაფლაოზე მივიდნენ და ყვავილებით შეამკეს ქართველი სამხედროების საფლავები.

მუხათგვერდის სასაფლაოზე   დაკრძალული არიან 2008 წელს აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი სამხედროები.

სასაფლაოზე დილიდან შეიკრიბნენ დაღუპული სამხედროების ახლობლები.

თავდაცვის სამინისტროს სასულო ორკესტრმა  სამგლოვიარო მარში და საქართველოს ჰიმნი შესრულა, პატრიარქი ილია მეორე კი სასაფლაოზე მგალობელთა გუნდთან ერთად მივიდა.

2008 წლის აგვისტოს ომის სამი წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

ღონისძიებების უმეტესი ნაწილი გორში იმართება, სადაც ომში დაღუპულების პატივსაცემად საღამოს 2 ათასზე მეტ სანთელს დაანთებენ, გვიან ღამით კი აჩვენებენ ფილმს „აგვისტოს ხუთი დღე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი