ახალი ამბები

უტიაშვილისთვის უცნობია copoka.net-ს ჩანაწერები

6 აგვისტო, 2011 • 1164
უტიაშვილისთვის უცნობია copoka.net-ს ჩანაწერები

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროს შოთა უტიაშვილს ვებ გვერდ copoka.net–ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ფოტოგრაფების საქმეს.

ჩანაწერების მნიშვნელოვან  ნაწილში, ამ ვებ გვერდის მიხედვით, საუბრობს სწორედ შოთა უტიაშვილი. „ნეტგაზეთს“ სურდა ეკითხა მისთვის ამ ჩანაწერების აუთენტურობის შესახებ, თუმცა უტიაშვილმა განაცხადა, რომ არ მოუსმენია ამ ჩანაწერებისთვის და არა აქვს ინფორმაცია მათი გამოქვეყნების შესახებ.

რუსულენოვანმა ვებ გვერდმა copoka.net–მა აუდიო ჩანაწერები – საუბრები თითქოსდა შინაგან საქმეთა მინისტრსა და უტიაშვილს შორის, ასევე მინისტრ მერაბიშვილის საუბრები პრეზედენტ სააკაშვილტან, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილტან და შსს–ს პრესსამსახურის უფროს შოთა  ხიზანიშვილთან – 4 აგვისტოს გამოაქვეყნა.

ყველა ჩანაწერი ეხება ფოტოგრაფების საქმეს.  ჯერჯერობით უცნობია რამდენად აუთენტურია ეს ჩანაწერები.

copoka.net–მა 2010 წლის მარტშიც გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრები, რომლებიც შეეხებოდა ტელეკომპანია „იმედში“ გასულ „მოდელირებული ქრონიკის“ თემას.

ამავე თემაზე:

უტიაშვილისთვის უცნობია copoka.net-ს ჩანაწერები

მასალების გადაბეჭდვის წესი