“მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლეს ყველა მგზავრი, გარდა ეკიპაჟისა და 4 უცხოელისა” – წერს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე EGYPTAIR, რომლის კუთვნილი თვითმფრინავი, Airbus A320 გამტაცებლების მოთხოვნით კაიროს ნაცვლად ლარნაკაში დაეშვა.
Press statment (2) Cairo, March 29, 2016 Negotiations with the kidnapped result in the release of all the passengers, except the crew and four foreigners.
Posted by EGYPTAIR on Tuesday, March 29, 2016
BBC ერთ-ერთ მგზავრეზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ გამტაცებელს ტანზე ბომბი აქვს მიმაგრებული.
EGYPTAIR აცხადებს, რომ რეისი MS181, რომელიც ალექსანდრიის აეროპორტიდან კაიროში მიფრინავდა, გამტაცებლის მოთხოვნით, ლარნაკაში დაეშვა. Airbus A320-ში იმ დროისთვის იმყოფებოდა 56 მგზავრი, ეკიპაჟის 7 წევრი და EGYPTAIR-ის ერთი უსაფრთხოების წარმომადგენელი.