ახალი ამბები

წერილი პრეზიდენტს მგზავრობის გაიაფებასთან დაკავშირებით

1 აგვისტო, 2011 • 1022
წერილი პრეზიდენტს მგზავრობის გაიაფებასთან დაკავშირებით

პარტიამ ”მომავალი საქართველო” დღეს ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს სამარშრუტო ტრანსპორტის გაიაფებასთან დაკავშირებით.

”მომავალი საქართველოს” ინიციატივით გამართულ რიგით მეორე საპროტესტო აქციაზე, რომელიც დღეს ავლაბრის რეზიდენციასთან მიმდინარეობდა, პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი ლაღიძემ განაცხადა: ”მიუხედავად იმისა, რომ  ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, აკაკი ჯოხაძემ დანაპირები არ შეასრულა და ორი დღეა, რაც სატელეფონო კავშირზე ჩვენთან არ გამოდის, ჩვენი პარტიის სახელით ვიძლევი პირობას, რომ გავაგრძელებთ პერმანენტულ აქციებს და ვიქნებით შედეგზე ორიენტირებულნი.”

ლაღიძის თქმით, აუცილებელია არასამთავრობო სექტორების და, რაც მთავარია, საზოგადოების აქტიურობა, რათა ასეთი მწვავე საკითხი არ მიჩუმათდეს.

სამარშრუტო ტაქსების გაძვირებასთან დაკავშირებით პროტესტს დღეს სოციალურ ქსელ ფეისბუქში შექმნილი ჯგუფიც გამოთქვამს. მასში 3, 160  მომხმარებელია გაწევრიანებული. ისინი 15 ივლისამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას, 50 –თეთრიან მგზავრობას, დღეს, საღამოს ექვს საათზე, პარლამენტთან მოითხოვენ. ძველი ფასის დაბრუნების გარდა,  მოთხოვნა ასევე ითვალიწინებს, შეწყდე სხელისუფელბის მხრიდან ზეწოლა სამარშრუტო ტაქსების მძღოლებზე; გაუქმდეს  ტენდერის შედეგები და მასში უფრო მეტმა ფირმამ მიიწოს მონაწილეობა, რაც გაზრდის კონკურენციას და ფასის  მომატებაც აღარ იქნება საჭირო. მოითხოვენ არსებული მანძილების დაგრძელებასა და ძველი ხაზების აღდგენასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი