ახალი ამბები

მიმდინარე კვირაში საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება

28 მარტი, 2016 • 1342
მიმდინარე კვირაში საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი – მოთოვს.

კრძოდ, სააგენტოს ინფორმციით, 28 – 29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი,  29 – ში ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 29 მარტს +5, +10° – მდე დაიკლებს.

30 – 31 მარტს ნალექი შენარჩუნებული იქნება ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +9, +14° – ია მოსალოდნელი. 1 – 2 აპრილს გამოიდარებს და დათბება +16, + 21° – მდე. 3 აპრილს კვლავ გაწვიმდება და შედარებით აცივდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი