ახალი ამბები

დევნილთა აქცია პრეზიდენტის სასახლესთან [VIDEO]

29 ივლისი, 2011 • 1307
დევნილთა აქცია პრეზიდენტის სასახლესთან [VIDEO]

დღეს, 29 ივლისს, დევნილთა მხარდამჭერი აქცია, სახელწოდებით  ”მეც დევნილი ვარ”,  საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობამ” და ”დევნილთა სამოქალაქო მოძრაობამ“ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების მხრიდან დევნილებისადმი უკანონო მოპყრობა გააპროტესტეს.

”19 ივლისს ოჯახთან ერთად მუხანათურად გამოგვყარეს 204-ე ბაგა-ბაღიდან. დღეს მე-11 დღეა, რაც ავლაბარში, ძველ, კომუნისტების დროინდელ  ქარხანაში გვიწევს ყოფნა. მიჭირს ხვალინდელ დღეზე სუბარი. ფინანსური მდგომარეობა ხელს არ გვიწყობს თბილისში ბინის დასაქირავებლად; სოფელში ვერ წავალთ, ვინაიდან იქ არავითარი შემოსავლის წყარო არ გვესახება. ჩემი თხოვნაა, ისევ ვარკეთილის მიკრორაიონის ბაგა-ბაღში დაგავბრუნონ.” – განაცხადა დევნილმა თამარ ჯობავამ.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ აქციას სხვადასხვა არასამთავრო ორგანიზაციის წევრები და ევროკავშირის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

თავად პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით პერუში იმყოფება, სადაც პერუს რეგიონის ქვეყნების ლიდერებს ხვდება, რომლებიც საქართველოში განხორციელებული რეფორმებითა და მიღწეული წარმატებებით დაინტერესდნენ.

”წინააღმდეგობის მოძრაობის” ომუდსმენის, დავით ლულუაშვილი თქმით, მომავალ კვირას იგეგმება სოლიდარობის აქციის გამართვა გაეროს ოფისთან, სადაც გაეროს წარმომადგენლობას წერილობით აუწყებენ იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ამჟამად დევნილები, რომელ კონკრეტულ დარღვევებს აქვს ადგილი მათ მიმართ და რაში მდგომარეობს დაზარალებულთა მოთხოვნები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი