ახალი ამბები

10-დღიანი პატიმრობა ადვოკატს [Video]

28 ივლისი, 2011 • 1033
10-დღიანი პატიმრობა ადვოკატს [Video]

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ადვოკატ რამინ პაპიძეს, რომელიც სასამართლოში 21 მაისს „სახალხო კრების“ აქციის დროს დაკავებულების უფლებებებს იცავდა.

პაპიძეს პატიმრობის შესახებ განაჩენი სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა. ის სამართალდამცავებს ჯერ არ დაუპატიმრებიათ.

მოსამართლემ ადვოკატს პატიმრობა  სასამართლოს მანდატურისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით გამოუტანა. თავად ადვოკატი პაპიძე  და თვითმხილველები კი აცხადებენ, რომ მანდატურმა ადვოკატი სცემა.

პატიმრობა შეფარდებული ადვოკატის ადვოკატი ირაკლი შავაძე „ბათუმელებთან“  ვიდეოინტერვიუში ყვება სასამართლოს გადაწყვეტილების და ადვოკატ პაპიძეზე ზეწოლის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი