ახალი ამბები

სამების სტამბაში ხანძრით მიყენებულ ზარალს მთავრობის სამუშაო ჯგუფი დაითვლის

26 მარტი, 2016 • 1166
სამების სტამბაში ხანძრით მიყენებულ ზარალს მთავრობის სამუშაო ჯგუფი დაითვლის

თბილისის მერიის ცნობით, საქართველოს მთავრობამ სამების მონასტერში დამწვარი სტამბის აღსადგენად სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის. 

მერიის ცნობით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტამბის ტერიტორია დღეს, 25 მარტს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დაათვალიერეს და შესაბამისი მითითებები გასცეს.

თბილსერვის ჯგუფმა“ დაზიანებული ტერიტორიის დასუფთავება უკვე დაასრულა. სამების ახალგაზრდულ ცენტრში, სტამბის ტერიტორიაზე ხანძარი 20 მარტს გაჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი