ახალი ამბები

მარჯვენასაჭიანი ავტომობლების იმპორტიორებმა აქცია გამართეს

26 მარტი, 2016 • 1098
მარჯვენასაჭიანი ავტომობლების იმპორტიორებმა აქცია გამართეს

დღეს, 26 მარტს, რუსთავში მარჯვენასაჭიანი ავტომობლების იმპორტიორებმა აქცია გამართეს იმ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საქართველოში შემოყვანას კრძალავს.

ტელეკომპანია “იმედს” “ნიუ ავტოს” წარმომადგენელმა გოგა მაჭარაშვილმა განუცხადა, რომ მისი აზრით მთავრობამ 2 წლით უნდა გადადოს კანონპროექტის მიღება.

“ფინანსური თვალსაზრისით გვაქვს იაპონიასთან საკმაოდ მოქნილი გადახდის სისტემა, უპროცენტო არის. ასეთ მომსახურებას ჩვენ ვერც ევროპა და ვერც ამერიკა ვერ გვთავაზობს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით დრო გვიჭრდება აუცილებლად. ჩვენი მოთხოვნაა, მინიმუმ ორი წლით გადაიდოს ეს კანონპროექტი”, – განუცხადა ტელეკომპანია “იმედს” “ნიუ ავტოს” წარმომადგენელმა გოგა მაჭარაშვილმა.

ავტომობილების იმპორტიორი არსენ ისპირიანი კი ამ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია.

“ჩვენი მოთხოვნაა ალტერნატიული გზა, როგორც მოვილაპარაკეთ. შეხვედრა გვქონდა შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვთქვით, რომ ჩვენ რომ არ დავრჩეთ უმუშევარი, მოგვცენ საშუალება, რომ საჭეები მაინც გადავიტანოთ”, – ამბობს არსენ ისპირიანი.

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა მთავრობის ინიციატივაა. შსს-ს აზრით, ეს აკრძალვა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში აუცილებელი გახდება მოძრაობის მიმართულების შეცვლა.

შს-ს განმარტებით, მფლობელებზე, რომლებსაც მსგავსი ავტომანქანები უკვე რეგისტრირებული აქვთ, შეზღუდვა არ გავრცელდება. აკრძალვა ასევე არ ეხება ტრანზიტს, დროებითი შემოყვანის რეჟიმს, რეექსპორტსა და იმპორტს.

კანონპროექტი ამჟამად საქართველოს პარლამენტში იხილება. მისი ამოქმედება 2017 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი