ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მიხეილ ჯანელიძე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

25 მარტი, 2016 • 1888
მიხეილ ჯანელიძე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში ჯანელიძემ  შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანთან გამართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისასალმებელია, რომ განსხვავებული საგარეო ინტეგრაციული პროცესების მიუხედავად, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და არსებობს შესაძლებლობა, ეფექტურად იქნას გამოყენებული სავაჭრო-ეკონომიკური შესაძლებლობები.

მინისტრის ეს განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

პრესსამსახურის ცნობით,  მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობათა დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.

“ხაზგასმით აღინიშნა ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სატრანსპორტო, ტურიზმის, ენერგეტიკის და კულტურის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგა მინისტრი საქართველოში მოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი