ახალი ამბები

პატრიარქების “ძმური ტრაპეზი”

27 ივლისი, 2011 • • 1838
პატრიარქების “ძმური ტრაპეზი”

„მე მადლობას ვუხდი უწმინდეს პატრიარქ კირილს,  რადგან მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში,“ – ასე მიმართა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს გუშინ, 26 ივლისს, კიევში გამართული შეხვედრის დასრულებისას.

საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრა კიევის მიტროპოლიტის რეზიდენციაში გუშინ საღამოს, 19:00 საათზე, გაიმართა.  რუსეთის მხრიდან შეხვედრას პატრიარქის გარდა ესწრებოდა რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი და დეკანოზი ნიკოლაი ბელაშოვი.  საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის მხრიდან ილია მეორეს შეხვედრაზე ახლდა ახალციხის, ლაზეთისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი ფეოდორი, ასევე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. დეტალურ ინფორმაციას პატრიარქების შეხვედრის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრის დაწყებისას რუსეთის პატრიარქმა გამოხატა ღრმა კმაყოფილება ბოლო წლებში საქართველოს მართლამდიებელ ეკლესიასთან დიალოგში მიღწეული პროგრესის გამო. პატრიარქ კირილის თქმით,  დელეგაციათა მუდმივი შეხვედრები და ერთობლივი მონაწილეობა რელიგიურ ცერემონიებში მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ეკლესიას ამჟამად არავისთან არა აქვს ისეთი ინტენსიური ურთიერთობები, როგორც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

„ვფიქრობ, ეს სწორია, რადგან ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის ძალიან მძიმე ორმხრივი ურთიერთობებია,“ –  აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა კირილმა, „ – და თუ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები დასუსტდება,  ის საეკლესიო კავშირები, რაც აკავშირებს ორ ერთმორწმუნე ერს, პირიქით, უნდა გაძლიერდეს, რადგან ჩვენ ამისკენ ქრისტე მოგვიწოდებს.“

„ღმერთმა ინებოს, ჩვენი ურთიერთობები თქვენთან,   ჩვენი ერთომრწმუნე ერებისა და ეკლესიების საკეთილდღეოდ შეიცვალოს,“ – მიმართა რუსეთის პატრიარქმა საქართველოს პატრიარქს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პატრიარქებმა პრესის თანდასწრებით ისაუბრეს.

რუსეთის პატრიარქმა ხაზი გაუსვა შეხვედრის ადგილის – კიევის ლავრის -სიწმინდესა და მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „სწორედ ასეთ სულიერ გარემოში შეხვდნენ ორი მოძმე ეკლესიის წარმომადგენლები ერთმანეთს.“

„ჩვენ განვიხილეთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში როგორც ეკლესიების მდგომაროებასთან, ისე საერო საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები. უნდა აღვნიშნო, რომ როცა ვხვდებოდი მის უმწინდეოსბასა და უნეტარესობას – ჩვენ კი ერთად 1968 წლიდან ერთად ვმოღვაწეობდით სხვადასხვა არენაზე – ყოველ ჯერზე ეს ურთიერთობა ჩემს სულში კარგ კვალს ტოვებდა. ჩვე კი დღეს განვიხილეთ კომპლექსური საკითხები მშვიდობიან და ძმური სიყავრულის ატმოსფეროში,“- განუცხადა პრესას რუსეთის პატრიარქმა კირილმა.

მისივე თქმით: „ნათელია, რომ საქართველოს კანონიკური იურისდიქცია ვრცელდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. მეორეს მხრივ,  ამჟამად არის გარკვეული კანონიკური უწესრიგობა – ეს ეხება როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. ასე რომ, ჩვენ სიტუაცია განვიხილეთ ღია, ძმურ გარემოში და შევთანხმდით, გავაგრძელებთ დიალოგს , რათა სამომავლოდ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც   ორ ეკლესიას დაეხმარება, მჭიდრო თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ამ რეგიონში მცხოვრები მართლამდიდებელი მოსახლეობის  დამშვიდებას. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე უწყებათშორისი , მართლამდიდებლური საკითხი,  სადაც ასევე ერთმანეთს დაემთხვა ჩვენი ხედვები. მადლობა ღმერთს, ჩვენ ახლა ერთხმად შეგვიძლია ბევრ საკითხზე მოქმედება,“ – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

პატრიარქ კირილის საუბრის დასრულების შემდეგ განცხადება საქართველოს პატრიარქმაც გააკეთა: „მე პირველად ვიმყოფები ამ წმინდა ქალაქში.  ქალაქმა, ქვეყანამ და ადამიანებმა ჩემზე მოახდინეს წარუშლელი შთაბეჭდილება.

ფაქტია, რომ ჩვენი დიალოგი მიმდინარეობდა ძმური სულისკვეთებით და ის საკითხები, რაც ჩვენ წინაშე დგას – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები – საჭიროებს სერიოზულ მიდგომას.  მე მადლობას ვუხდი უწმინდეს პატრიარქ კირილს,   რადგან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.“

ილია მეორეს თქმით, ის რუსეთის პატრიარქს კიდევ შეხვდება.

„ნამდვილად კარგი დასაწყისია. მჯერა, რომ გაგრძელებაც კარგი იქნება და ურთიერთგაგების სულისკვეთებით ვიპოვით პრობლემის გადაჭრის გზებს. დიდი მალდობა გულთბილი მიღებისთვის, თქვენო უწმინდესობავ!“- მიმართა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს.

რუსეთის საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით,  პრესისთვის განცხადებების გაკეთების შემდეგ პატრიარქების შეხვედრა „ძმური ტრაპეზით“ გაგრძელდა.

ამავე თემაზე:

რუსეთის პატრიარქი ილია მეორესთან შეხვედრის თაობაზე

საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები ერთმანეთს დღეს შეხვდებიან

საგარეო უწყება საქართველო–რუსეთის პატრიარქების შეხვედრაზე

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს შეხვდება

მასალების გადაბეჭდვის წესი