ახალი ამბები

რუსეთის პატრიარქი ილია მეორესთან შეხვედრის თაობაზე

26 ივლისი, 2011 • 1175
რუსეთის პატრიარქი ილია მეორესთან შეხვედრის თაობაზე

რუსეთის პატრიარქმა კიევის “ბორისპილის აეროპორტში” შეკრებილ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პატრიარქთან მოსალოდნელი შეხვედრის თაობაზე.

პატრიარქ კირილის თქმით, ორი მოძმე ეკლესია ბოლო დროს “განსაკუთრებით ინტენსიურ დიალოგს” აწარმოებს ერთმანეთთან.

“ალბათ, არც ერთ სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არ გვაქვს ჩვენს ისეთი ინტენსიური გაცვლა დელეგაციებისა, თანამონაწილეობა დღესასწაულებში, ასეთი აქტიური მოლპარაკებები, როგორიც – ქართულ ეკლესიასთან”, – განცხადა პატრიარქმა.

“არსებობს სირთულეები რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში, მაგრამ არ არსებობს პრინციპული უთანხმოება ორ მოძმე მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის”, – ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა – “და ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ სწორედ მართლმადიდებლური ეკლესიები, როგორც ერთგვარი სულიერი ლოკომოტივები, დაეხმარებიან სირთულეების დაძლევაში, რაც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში არსებობს.”

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეკლესიები თავიანთი მოწოდების ერთგულნი დარჩებიან, რომელიც მდგომარეობს მშვიდობის ქადაგებასა და ხალხისთვის ერთობისკენ მოწოდებაში”, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

ილია მეორე და კირილი  დღეს, რამდენიმე წუთში, შეხვდებიან ერთმანეთს კიევში.

ამავე თემაზე:

საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები ერთმანეთს დღეს შეხვდებიან

საგარეო უწყება საქართველო–რუსეთის პატრიარქების შეხვედრაზე

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს შეხვდება

მასალების გადაბეჭდვის წესი