ახალი ამბები

პროკურატურასთან “ეს შენ გეხებას” აქცია გაიმართა [ფოტო/ვიდეო]

25 მარტი, 2016 • 1351
პროკურატურასთან “ეს შენ გეხებას” აქცია გაიმართა [ფოტო/ვიდეო]

25 მარტს, თბილისში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან კამპანია “ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით საპროტესტო აქცია გაიმართა.

"ეს შენ გეხებას" აქცია პროკურატურასთან 25 მარტი, 2016, თბილისი, საქართველო © ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

“ეს შენ გეხებას” აქცია პროკურატურასთან 25 მარტი, 2016, თბილისი, საქართველო © ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერი, ნიკა ჯეირანაშვილი ნეტგაზეთთან არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნების შესახებ საუბრობს:

  • შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიები ორგანო, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულებს;
  • შეიცვალოს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ფარულ მიყურადებას და თვალთვალს;
  • შეიქმნას გამოძიების სპეციალური ფორმატი, რომელიც გამოიძიებს ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს და იმ 26 ათასამდე ფარულ ჩანაწერს, რომელიც აღმოაჩინეს რამდენიმე წლის განმავლობაში.

ნიკა ჯეირანაშვილი, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერი:”ჩვენ გვაქვს სამი ძირითადი მოთხოვნა:1. შეიქმნაის დამოუკიდებელი საგამოძიები ორგანო, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულებს;2. შეიცვალოს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ფარულ მიყურადებას და თვალთვალს;3. შეიქმნას გამოძიების სპეციალური ფორმატი, რომელიც გამოიძიებს ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს და იმ 26 ათასამდე ფარულ ჩანაწერეს, რომელიც აღმოაჩინეს რამდენიმე წლის განმავლობაში.”#ესშენგეხება

Posted by netgazeti.ge on Friday, March 25, 2016

გიორგი გოცირიძე, საიას იურისტი:”ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს საქმე უსწრაფესად გამოიძიონ და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებები …

Posted by netgazeti.ge on Friday, March 25, 2016

 

ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი:”ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროკურატურა უნდა ი…

Posted by netgazeti.ge on Friday, March 25, 2016

 

სავარაუდოდ ერთ-ერთი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრები ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა youtube-ზე 11 მარტს, Youtube.com-ზე 14 მარტს ასევე გამოქვეყნდა მეორე ვიდეომასალაც, რომლის ამტვირთავებიც კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს თავიანთ საქმიანობაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებით ემუქრებიან.

ორივე ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლკის კოდექსის 157-ე მუხლითდაიწყო. საქართველომ გამოძიებაში დახმარებისთვის FBI-საც მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი