ახალი ამბები

მოსამზადებელი სამუშაოები ახალი ნაგავსაყრელისთვის ქუთაისში

26 ივლისი, 2011 • 1003
მოსამზადებელი სამუშაოები ახალი ნაგავსაყრელისთვის ქუთაისში

ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის განთავსების კონკრეტული ადგილი უნდა განისაზღვროს. ამ მიზნით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KFW) ხელშეკრულება გაუფორმა ქუთაისის ადგილობრივ ხელისუფლებას 450 ათას ევროს გრანტის სახით გამოყოფის თაობაზე.

ამას გარდა, დაგეგმილია კიდევ ერთი ხელშეკრილების გაფორმება 20 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ, რომელიც ქუთაისში არსებული ძველი ნაგავსაყრელის გაუქმებასა და წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობას მოხმარდება.

აღნიშნულ პროექტებს კოორდინირებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს. სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი სახის პროექტების განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი