“ხვალ ზუსტად ერთი წელი ხდება, რაც რუსთაველზე, გამომცემლობა “სამშობლოდან” დევნილები გამოასახლეს. სწორედ ამ დღეს, ერთი წლის შემდეგ, დაიწყება დევნილთა აქციები. აქციას პარლამენტის წინ გავმართავთ”, –ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელი მანუჩარ სიგუა.
სიგუას განაცხადით, აღნიშნულ აქციაზევე ხელისუფლების მიმართ მოთხოვნებს დააანონსებენ.
აქციაში მონაწილეობას, სიგუას თქმით, თბილისში პირველი, მეორე და მესამე განსახლებების დროს დაზარალებული დევნილი ოჯახები მიიღებენ.
“გამოსახლების შემდეგ ეს ადამიანები უსახლკაროდ არიან დარჩენილი”, –ამბობს სიგუა.
დღეს, პირველ საათზე, “საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა” და დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ ბრიფიგნს გამართავენ, როელზეც, სიგუას თქმით, აქციებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ უფრო კონკრეტულ დეტალებს გაახმოვანებენ.
ამავე თემაზე: დაიცადეთ 2012-მდე
გამომცემლობა “სამშობლოს” ყოფილი შენობიდან დევნილებს ასახლებენ