ახალი ამბები

თბილისის საკრებულო მისამართს იცვლის

26 ივლისი, 2011 • 1310
თბილისის საკრებულო მისამართს იცვლის

თბილისის საკრებულო მისამართს იცვლის და თავისუფლების #2–დან ლერმონტოვის #10–ში, ყოფილი ენერგეტიკის სამინინისტროს შენობაში ინაცვლებს.

“შენობა მძიმე, ავარიულ მდგომარეობაშია და სპეციალისტების თქმით, ფასადის აღდგენასთან ერთად, ასევე აუცილებელია მისი საძირკველისა და შიდა კონსტრუქციის გამაგრება. ამიტომ საკრებულოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები ენერგეტიკის ყოფილი სამინისტროს შენობაში გადავინაცვლებთ და მუშაობას იქ გავაგრძელებთ”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა.

საკრებულოს შენობაში ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს ფასადის აღდგენა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება და იგი, სავარაუდოდ, ერთი წლის მანძილზე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი