ახალი ამბები

სასწრაფო დახმარების მანქანა ავტოავარიაში მოყვა

25 ივლისი, 2011 •
სასწრაფო დახმარების მანქანა ავტოავარიაში მოყვა

სასწრაფო დამხარების ავტომობილი, რომელსაც მცირეწლოვანი პაციენტი საავადმყოფოში გადაჰყავდა, ავტოავარიაში მოყვა. პატარა პაციენტი საავადმყოფოში ტაქსით წაიყვანეს, დაზიანებები მიიღეს რეანომობილში მყოფმა ექიმებმა.

რეანომობილი ფოცხვერაშვილისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე ”ტოიოტა იარისის” მარკის ავტომობილს გვერდიდან დაეჯახა, რა დროსაც ”ტოიოტა” რამდენჯერმე ამოყირავდა. მსუბუქ ავტომობილში ამ დროს ორი ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო სამსახურის მოსვლამდე მათი ამოყვანა ავტომობილიდან გამვლელებმა სცადეს, თუმცა, უშედეგოდ. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ავარიის ადგილზე მოვიდნენ მაშველები, მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების ავტომობილები. გადაბრუნებულ ავტომობილში მყოფ მგზავრებს გონება არ დაუკარგავთ. მათი გამოყვანა დაზიანებული ავტომობილიდან მაშველებმა ავტომობილის გაჭრის შედმეგ შეძლეს. დაზარალებულებს პირველადი დახმარება სასწაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ექიმების თქმით, ისინი შოკურ მდგომარეობაში იმყოფებიან, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავტოავარიის მიზეზებს საპატრულო პოლიციაა დაადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი