ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტროში აბდალაძის საქმესთან დაკავშირებით არავინ დაისჯება

25 ივლისი, 2011 •
საგარეო საქმეთა სამინისტროში აბდალაძის საქმესთან დაკავშირებით არავინ დაისჯება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს, 25 ივლისს, გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  ”ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის საქმესთან” დაკავშირებით სამინისტროში სხვა პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება.

ნინო კალანდაძემ ასევე თქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯაშუშური სკანდალის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, რადგან აღნიშნულმა საქმემ უწყებაში გარკვეული ხარვეზები გამოავლინა. მან ასევევ გამორიცხა სამინისტროს პრესცენტრის ყოფილი ფოტოგრაფის, გიორგი აბდალაძის სამსახურში დაბრუნების შესაძლებლობა, რადგან კანონის შესაბამისად, ნასამართლობის მქონე პირს სახელმწიფო უწყებაში მუშაობა ეკრძალება.

მასალების გადაბეჭდვის წესი