ახალი ამბები

მონიტორინგი: საგანგაშო მდგომარეობა თბილისის ბაზრობებში

25 ივლისი, 2011 •
მონიტორინგი: საგანგაშო მდგომარეობა  თბილისის ბაზრობებში

”პრაიმ-თაიმსის” პრეს-კლუბში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო საზოგადოებრივი ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ვადაგასული პროდუქციის შესახებ  ისაუბრა

ამირან შენგელიას თქმით,  სურსათის შენახვის პირობები თბილისის არც ერთ ბაზარში არ არის დაცული და მაღალი ტემპერატურის პირობებში მაცივარში შენახვის გარეშე იყიდება ძეხვეული, მაიონეზი, თაფლი, ნამცხვრები.

საერთაშორისო  საზოგადოებრივმა ასოციაციამ თითოეულ ბაზარში ჩაატარა კვლევა სხვადასხვა პროდუქციაზე. აღმოჩნდა, რომ, მაგალითად, თაფლს  არომატიზატორის ფუნქცია უფრო აქვს, ვიდრე რაიმე სასარგებლო დანიშნულება. მარგარინი იყიდება გამდნარი; შეხვდებით დაობებულ ძეხვსაც…

„ეს პროდუქცია შესაძოლოა ვადაგასული არც იყოს, თუმცა შენახვის პირობების გამო მალე ფუჭდება და მომხმარებელი ნებისმიერ შემთხვევაში მოტყუებული რჩება“.

”თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სადაც საკმაოდ დიდი ბაზრობაა, გაფუჭებული დაგვხვდა  ”ეკო-ფუდისა” და ”ტკბილი ქვეყნის” ფროდუქცია. მართალია, არცე რთი მათგანი ვადაგასული არ ყოფილა, თუმცა ნამცხვრებს შოკოლადი ჰქონდათ გადასხმული, რაც  ასეთ სიცხეში ყოვლად დაუშვებელია. ასევე არ შეიძლება კრემიანი ტკბილეულის გაყიდვაც“,– აცხადებს შენგელია.

მისი თქმით, ყოფილა შემთხვევა, როცა პროდუქციას ეწერა ”ტკბილი ქვეყნა” , სინამდვილეში კი სრულიად სხვა მწარმოებელ ფირმას ეკუთვნოდა.

საერთაშორისო საზოგადოებრივი ასოციაციის წარმომადგენელი საუბრისას კიდევ რამდენიმე საკითხს შეეხო და ჩამოთვალა მონიტორინგის შედეგები:

  • მაიონეზ ”ოლივკოვოესა” – მას  ეტიკეტზე მითითებული აქვს: შენახვის ვადა 20 გრადუსამდე- 30 დღე.  დღევანდელი მაღალი ტემპერატურის პირობებში კი  მაცივარშიც არ არის მოთავსებული.
  • ძეხვეულის მწარმოებელ ფირმა  ”მონადირეს”  შენახვის ვადა მითითებული აქვს 15 დღე; თუმცა  მისი შენახვის პირობებიც სავალალოა.
  • ნავთლუღის ბაზრობაზე არ მოდის წყალი, რის გამოც გამყიდველები  ვერ იბანენ ხელს და ვერ რეცხავენ პროდუქციას. ვარკეთილის ბაზრობაზეც სიბინძურეა, იტყუებიან ელექტრო სასწორებიც…

 

საერთაშორისო საზოგადოებრივი ასოციაცია მომხმარებელს სიფრხილისაკენ მოუწოდებს. ვადაგასული პროდუქციის ნახვისას მყიდველს თავისუფლად შეუძლია პატრულში დარეკოს.

”ჩვენ მივმართეთ სურსათის უვნებლობისა და რისკის სამმართველოს, სადაც გვითხრეს, რომ მსგავსი არაფერი აღმოუჩენიათ,”- განაცხადა შენგელიამ.

ასოციაციას სურს, რომ  ამ  თემით სამართალდამცავებიც დაინტერესდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი