ახალი ამბები

“საქართველო მზადაა, ჩაერთოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში”

25 ივლისი, 2011 •
“საქართველო მზადაა, ჩაერთოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში”

საქართველოს კონსული დანიის სამეფოში ნინო ქოჩორაშვილი დღეს ოსლოში გაემგზავრა, რათა ადგილზე გაარკვიოს ინფორმაცია ტერაქტის შემდეგ დაკარგული ქართველო გოგონას შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამთა ლიპარტელიანი ამ დრომდე დაკარგულთა სიაში ირიცხება და მისი ძებნა გრძელდება. ნათია ჩხეტიანს კი, რომელიც ლიპარტელიანთან ერთად იმყოფებოდა ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც 22 ივლისს განხორციელდა  ტერორისტული თავდასხმა, უკვე აქვს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა, მაგრამ, კალანდაძის თქმით, იგი საკუთარი სურვილით რჩება ნორვეგიაში, რათა პირადად მიიღოს მონაწილეობა დაკარგული მეგობრის ძებნაში.

ოსლოდან 30 კილომეტრით დაშორებულ ბანაკში, სადაც ნორვეგიის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით 500–ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მასობრვი მკვლელობა 22 ივლისს მოხდა. ავტომატით შეიარაღებულმა 32 წლის ნორვეგიელმა 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში 85 ადამიანი მოკლა, ათეულობით დაჭრა, ოთხს კი ამ დრომდე ეძებენ, მათ შორის არის თამთა ლიპარტელიანი.

იმავე დღეს ტერორისტული აქტი განხორციელდა თავად ოსლოშიც, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ნორვეგიაში მომხდარი აღნიშნული ფაქტების გამო.

“ჩვენ გვახსოვს ნორვეგიის მხარდაჭერა, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა და ახლა მზადა ვართ, დავეხმაროთ მათ”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მისივე თქმით, საქართველო მზადაა, ჩაერთოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და  ცივილიზებული სამყაროს მიერ დაგეგმილ ყველა ოპერაციაში.

ამავე თემაზე:

ბრეივიკი: შევხდებოდი პაპს და პუტინს

ნორვეგიაში საქართველოს მოქალაქეს ისევ ვერ პოულობენ

თამთა ლიპარტელიანს ნორვეგიაში ამ დრომდე ეძებენ

ტრაგედიის დროს ნორვეგიის ახალგაზრდულ ბანაკში ქართველებიც იმყოფებოდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი