ახალი ამბები

პოლონეთის პრეზიდენტს სააკაშვილი ბათუმში უმასპინძლებს

25 ივლისი, 2011 • 928
პოლონეთის პრეზიდენტს სააკაშვილი ბათუმში უმასპინძლებს

საქართველოსა და პოლონეთს შორის გაფორმდება ხელშეკრულება 2012–13 წლებში კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტრადიციულ ბრიფინგზე მიაწოდა.

კალანდაძის თქმით, დღეს საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი მეუღლესთან ერთად ეწვევა. პოლონეთის პირველი პირის ვიზიტი ოფიციალურად ხვალიდან დაიწყება და საქართველოში ქვეყნის პირველ პირებს შეხვდება.

კომოროვსკის სააკაშვილი ხვალ ბათუმში მიიღებს, შეხვედრების ნაწილს პოლონეთის პრეზიდენტი თბილისში გამართავს. კომოროვსკი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

“პოლონეთი არის ჩვენი ლობისტი ქვეყანა ევროსტრუქტურენში და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთის პირველი პირი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს  კარგად იცნობდეს”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

ამავე თემაზე:

პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

მასალების გადაბეჭდვის წესი