ახალი ამბები

საგარეო უწყება საქართველო–რუსეთის პატრიარქების შეხვედრაზე

25 ივლისი, 2011 • 1015
საგარეო უწყება საქართველო–რუსეთის პატრიარქების შეხვედრაზე

საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებს შორის დაგეგმილ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრისას “მთელი რიგი საკითხები იქნება განხილული”.

“თქვენ იცით, რომ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ვაწარმოოთ მოლპარაკებები იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც ამ ქვეყანასთან გვაქვს. თუ სასულიერო პირებს შუძლიათ რამე დადებითი დინამიკა შეიტანონ ამ მოლაპარაკებებში, ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენ გვჯერა, რომ საქართელოს პატრიარქს გულწრეფოად სურს, პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ ურთიერთობებში,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ.

მისივე თქმით,  ეს შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მხოლოდ ტექნიკუი საკითხების მოგვარების დონეზეა შეთანხმებული.

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია დღეს მიემგზავრება უკრაინაში, სადაც ილია მეორე  რუსეთის პატრიარქს შეხვდება. ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა გუშინ, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მან მრევლს სთხოვა, ილოცოს იმისთვის, რომ რუსეთის პატრიარქ კირილთან გამართული შეხვედრა დადებითად დასრულდეს.

“გთხოვთ, ილოცოთ, რომ დადებითი შედეგებით დავბრუნდეთ”, – აღნიშნა ილია მეორემ, თუმცა ცნობილი არ არის, რა შედეგებს მოელის საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქისაგან.

ამავე თემაზე:

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს შეხვდება

მასალების გადაბეჭდვის წესი