“ფოტოკორესპოდენტების საქმემ ბევრი სისტემური პრობლემა გააშიშვლა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ და უფრო მასშტაბურად წარმოაჩინა, რომ პოლიცია,პროკურატურა და სასამართლო ნაციონალური მოძრაობის დანაყოფები და პოლიტიკური ისნტრუმენტია,”– ამის შესახებ დღეს გავრცელებულ განცხადებაში გია აბდალაძის ყოფილი ადვოკატი, ეკა ბესელია საუბრობს.
მისი თქმით, ფოტოგრაფთა საქმემ ისიც წარმოაჩინა, რომ ჩამოყალიბდა ადვოკატთა კორპორაციები და ჯგუფები, რომლებიც ღიად ემსახურებიან ხელისუფლების უკანონო ინტერესებს და საკუთარი, კერძო ინტერესების გამო ადვოკატის პროფესიულ ღირსებას ხელყოფენ.
“მართლაც დიდი გამოცდა იყო ფოტოკორესპოდენტების საქმე ყველა იმ ადვოკატისთვის, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც არ დათანხმდა, უკანონო და დანაშაულებრივი გარიგების მონაწილე ყოფილიყო და ყველაზე მაღლა დააყენა დასაცავის ინტერესები და პროფესიული ღირსება,”– განაცხადა ეკა ბესელიამ, “– ხოლო, იმ ადვოკატებმა, რომლებმაც ადვოკატთა ეთიკის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით მიიღეს მონაწილეობა ამ საქმეში, იმ ადვოკატებმაც, რომლებმაც გუშინ საჯარო კომენტარები გააკეთეს პროკურატურის ინტერესების შესაბამისად და საჯაროდ გააკრიტიკეს ის კოლეგები(მათ შორის მეც), რომლებმაც უარი ვთქვით, ხელი მოგვეწერა ჯაშუშობის ბრალდებით გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, დაარღვიეს ადვოკატთა ეთიკის კოდექსი.”
ეკა ბესელია კონკრეტული ადვოკატების ქმედებაზე რეაგირების მოხდენის აუცილებლობაზეც საუბრობს. მისი თქმით, გასარკვევია, “რამდენად ეთიკური იყო გუშინ, დილის 9 საათზე, ადვოკატ მურმან ქამადაძის ციხეში შესვლა და ისე ჩართვა საქმეში სახაზინო წესით გიორგი აბდალაძის დასაცავად, რომ მას არ უცნობებია ამის თაობაზე საქმეში მყოფი არც ერთი ადვოკატისთვის, არ გაცნობია საქმეს, ისე მოაწერა ხელი საპროცესო შეთანხმებას. ან რამდენად ეთიკური იყო ის განცხადებები, რომლებიც ნაციონალურ არხებზე გააკეთეს ხელისუფლების ინტერესების დასაცავად ადვოკატებმა ერისთავმა და ბიბილაშვილმა იმ ადვოკატების საწინააღმდეგოდ, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ჯაშუშობის ბრალდებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნას.”
“სწორედ ამიტომ, ვაპირებ უახლოეს დღეებში მივმართო ეთიკის კომისიას ადვოკატების (მ.ქმადაძე, ბიბილაშვილი, ერისთავი) ქმედებებისა და გამონათქვამების გამო ეთიკურობის საკითხის განსახილველად. ადვოკატის პროფესიისა და ღირსების დაცვა ჩემს უპირველეს მოვალეობად მიმაჩნია,” – აცხადებს ეკა ბესელია.
ამავე თემაზე:
ფოტოგრაფებს საპროცესო შეთანხმების გასაჩივრების უფლება აქვთ
ფოტოგრაფები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს[Video]
ეკა ბესელია: “აბდალაძე განადგურებულია და იმყოფება ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ”
ზურაბ ქურციკიძის ინტერესების დაცვაზე ნინო ანდრიაშვილმა უარი განაცხადა
რამაზ ჩინჩალაძე გიორგი აბდალაძის ინტერესებს აღარ დაიცავს




