“ნორვეგიის ყველაზე სისხლიანი ტრაგედია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ”– ასე შეაფასა ნორვეგიის პრემიერ მინისტრმა გუშინ, 22 ივლისს, ქვეყნის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტი და ახალგაზრდულ ბანაკში ადამიანების ჩაცხრილვის ფაქტი. ტრაგედიას ჯამში 91 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით კი დაიჭრა.
აფეთქება თავდაპირველად ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, სამთავრობო დაწესებულებებთან ახლოს მოხდა. დაიღუპა შვიდი მოქალაქე, მიმდებარე შენობები კი დაზიანდნენ. მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ნორვეგიის მთავრობის წევრებიც არიან. ნორცვეგიული პოლიციიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მთავრობის სახლთან ახლოს მდგარ ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული. აფეთქებისას ნორვეგიის პრემიერ–მინისტრი ოფისში არ იმყოფებოდა.
პოლიციამ ოსლოს ცენტრალური უბნებიდან ადამიანთა ევაკუაცია დაიწყო და მოქალაქეებს ურჩია, დედაქალაქის ცენტრისკენ არ გადაადგილებულიყვნენ. ტერაქტიდან რამდენიმე საათში, ოსლოდან 30 კილომეტრში, კუნძულ უტოიაზე შეიარაღებულმა პირმა ახალგაზრდულ ბანაკში ცეცხლი გახნსა. აღნიშნულ კუნძულზე მმართველი “შრომის პარტიის” ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით საზაფხულო ბანაკში ახალგაზრდები ისვნებედნენ. იმავე დღეს ბანაკში დაგეგმილი იყო პრემიერ–მინისტრის, იენს სტოლენბერგის ვიზიტი. მას ახალგაზრდებისთის სიტყვით უნდა მიემართა.
თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი კუნძლზე პოლიციიის ფორმაშ გამოწყობილი მივიდა, ახალგაზრდები გარშემო შემოიკრიბა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელი ყვიროდა, რომ ყველას დახოცავდა. იგი ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში კუნძულზე მყოფ ახალგაზრდებს დასდევდა და ხოცავდა. შედეგად, 84 ახალგაზრდა დაიღუპა. გადარჩენილები ყვებიან, რომ გადარჩენის მიზნით მოკლულებს შორის წვებოდნენ, რათა თავდამსხმელს ისინიც გარდაცვლილი ჰგონებოდა. მოგვიანებით, პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. ის ნორვეგიის 32 წლის მოქალაქე აღმოჩნდა. სამართალდამცავები მის მიერ დახოცილ ახალგაზრდებს კუნძულის სხვადასხვა ნაწილში, სხვადასხვა შენობებსა და ადგილბში საათების მანძილზე პოულობდნენ. მასობრივი მკველობის ორგანიზატორს, ნორვეგიის კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლოა 21–წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ. ნორვეგიული კანონის მიხედვით, სწორედ ეს არის ქვეყანაში არსებული მაქსიმალური სასჯელი.
ნორვეგიელი სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდამსხმელი ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტი, ორთოდოქსი ქრისტიანი იყო, რომელიც სოციალურ ქსელებში სხვა სარწმუნოების ადამიანების წინააღმდეგ მუდმივად ილაშქრებდა. ჯერჯერობით, პოლიცია არ საუბრობს მისი თანამოაზრეებისა და თანამზრახველების შესახებ. ნორვეგიულ პრესაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქის ცენტრში აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე ახალგაზრდულ ბანაკზე თავდამსხმელი შენიშნეს, რის გამოც მისი კავშირი აფეთქებასთან არ გამოირიცხება.
პოლიციის ცნობით, დაკავებულს კრიმინალური წარსული არ ჰქონია, ის მხოლოდ რამდენჯერმე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის არის დაჯარიმებული, თუმცა, მას აღმოაჩნდა საკუთარ სახელზე გაფორმებული 2 ცეცხლსასროლი იარაღი.
ნორვეგიის პრემიერმა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მთავრობა მუშაობას ჩვეული რეჟიმით გააგრძელებს, დამნაშავეები კი დაისჯებიან.




