ნეტგაზეთი | momxmarebeli.ge: საქართველოში წარმოებულ 9 სახეობის თაფლში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა momxmarebeli.ge: საქართველოში წარმოებულ 9 სახეობის თაფლში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა – Netgazeti
RU | GE  

momxmarebeli.ge: საქართველოში წარმოებულ 9 სახეობის თაფლში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა

momxmarebeli.ge-ს ცნობით, მათ მიერ შესწავლილ 9 წარმოების თაფლში ანტიბიოტიკი ქლორამფენიკოლია აღმოჩენილი, რომლის ნარჩენის არსებობა პროდუქტში ევროკავშირის კანონმდებლობით აკრძალულია.

momxmarebeli.ge-ს ცნობით, 2016 წლის 16 და 19 თებერვალს თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინეს 9 მწარმოებლის მიერ გამოშვებული თაფლი.

მათ შეისწავლეს: “ცაცხვის” – შპს “მეფუტკრე”; “ქართული თაფლი” – შპს  “მეთაფლია”; ნატურალური ალპური ზონის თაფლი “ფეფე”,  ი.მ. “გიორგი ტატიშვილი”; ცაცხვის თაფლი “დათუნია”, შპს “მაჭახელა”; ” მაისის თაფლი”, შპს “გსქ კულა”; “თაფლი ნატურალური” რკ “გომი”; “ცაცხვის თაფლი”,  შპს “ლავიგო”; “თაფლი სტორის ხეობიდან”, ი.მ. “მამუკა ტერტერაშვილი”; “მაისის თაფლი”, შპს “ფუტკარა”.

ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ პროდუქტების ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები ნორმაშია. ასევე ნორმის ფარგლებშია პროდუქტში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობა, თუმცა თითქმის ყველა პროდუქტში აღმოჩნდა ანტიბიოტიკების, ტეტრაციკლინის და ქლორამფენიკოლის ნარჩენი რაოდენობა, aცხადებს momxmarebeli.ge.

 

შემოწმებული თაფლების ჩამონათვალი. ფოტო: momxmarebeli.ge

შემოწმებული თაფლების ჩამონათვალი. ფოტო: momxmarebeli.ge

momxmarebeli.ge-ს განმარტებით, თაფლში ანტიბიოტიკების ზღვრულად დასაშვებ ნორმას ადგენს 2015 წლის 15 დეკემბერს მიღებული ნორმატიული აქტი,  რომელიც ძალაში 2016 წლის ივლისიდან შევა. აქტის მიხედვით, შემოწმებულ თაფლებში ტეტრაციკლინის რაოდენობა ნორმის ფაგლებშია, ხოლო ქლორამფენიკოლის ნარჩენის არსებობა სასურსათო პროდუქტში ნებისმიერი  რაოდენობით იკრძალება ევროკავშირის ქვეყნებში, ხოლო საქართველოში ეს აკრძალვა ძალაში შევა 2016 წლის ივლისიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com