გაერო ხანძრის შედეგად დაზარალებულ დევნილებს დაეხმარება

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო პირადი და საოჯახო ნივთებით დაეხმარება იმ 36 იძულებით გადაადგილებულ ადამიანს, ვინც 21 ივლისს ვანში, დევნილთა კომპატქურ დასახლებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ყველაფერი დაკარგა.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო პირადი და საოჯახო ნივთებით დაეხმარება იმ 36 იძულებით გადაადგილებულ ადამიანს, ვინც 21 ივლისს  ვანში, დევნილთა კომპატქურ დასახლებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ყველაფერი დაკარგა.

ხანძარი 21 ივლისს, გამთენიისას გაჩნდა, რის შედეგადაც ღია ცის ქვეშ დარჩა 36 ადამიანი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ  იმავე ტერიტორიაზე  უკვე გამოყო შენობა, სადაც მოხერხდება დევნილთა გადაყვანა

გაეროს ქართული ოფისის პრესსამსახურის ცნობით, სამინისტროს თხოვნით,  გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ცეცხლის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს უზრუნველყოფს 36  დასაკეცი საწოლითა და ლეიბით, 36 მატყლის საბნით, 36 ჩვეულებრივი საბნით, 36 ბალიშით, 72 ბალიშის პირითა და საწოლი თეთრეულით, 12 სამზარეულო კომპლექტით (გადანაწილდება ოჯახის შემადგენლობის მიხედვით), 36 10-ლიტრიანი წყლის კანისტრითა და 12 პლასტიკური გადასაფარებლით.

“გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ღრმა თანაგრძნობას გამოხატავს ცეცხლის მსხვერპლთა მიმართ.  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი აცნობიერებს,  რომ იმ პირთა მსგავსი ტრაგედია, ვინც უკვე დევნილნი არიან,  კიდევ ერთი გამანადგურებელი დარტყმაა მათი გადარჩენის მექანიზმებისა და შემოსავლის წყაროზე.  სწორედ ამიტომ,  ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ დამხარება გაეწიოს ყოველგვარი შეფერხების გარეშე”, –  აცხადებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი საქართველოში სიმონა ვოლკენი.

აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს 1000 ლარი უკვე გადასცა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელმა გიორგი ბარამიამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაზო კუპრეიშვილი